CLA კეტონე
CLA რასპბერი კეტონი
კატეგორია: : შეუცვლელი დანამატები სხეულის მასის მენეჯმენტისთვის
აღწერილობა
- ხელს უწყობს წონის კლებას
- ხელს უწყობს სხეულის ფორმის დახვეწას და მოხდენილობას
კეტონი კონიუგირებული ლინოლის მჟავით (CLA) სხეულის მასის კლების დანამატია, რომელიც შექმნილია AMS®-ის მიერ და შედგება ორი მძლავრი ინგრედიენტისგან, რომელთა სარგებელი კარგად ცნობილია. ჟოლოს კეტონები ანიჭებს მას კენკრის ხასხასა ფერს და ძლიერ არომატს. მრავალი კვლევით არის დამკიცებული, რომ ჟოლოს კეტონები ზრდის მეტაბოლიზმის სიჩქარეს და ხელს უწყობს წონის კლებას. კონიუგირებული ლინოლის მჟავა ცხიმის წვის გაძლიერებით ზრდის კუნთის მასას, რათა მივიღოთ მოხდენილი სხეული. ჟოლოს კეტონებისა და CLA-ის კომბინაცია ეფექტურია წონის ჯანმრთელი და სწრაფი კლებისთვის.
მიღების წესი: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდგომ.
კონიუგირებული ლინოლის მჟავა (CLA)
CLA თავდაპირველად აღმოჩენილი იყო 1987 წელს და იდენტიფიცირებული იყო, როგორც ანტი-კანცეროგენი. შემდგომში CLA-მ ანტიათეროსკლეროზული და სიმსუქნის საწინააღმდეგო თვისებები აჩვენა. ბოლო 30 წლის განმავლობაში სიმსუქნის გავრცელების ზრდამ გაზარდა ინტერესი CLA-ის გამოყენების მიმართ სხეულის მასის კლებაში. CLA-ის დანამატის სახით მიღება ამცირებს მთლიანი სხეულის ცხიმის მასას ცხოველებსა და ადამიანებში ჩატარებულ კვლევებში. შესწავლილია CLA-ის მოქმედების მექანიზმი: თუკი საკვებისმიერი ცხიმი არ არის გამოყენებული ენერგიის წარმოსაქმნელად, იგი ტრიგლიცერიდების სახით ინახება ცხიმოვან უჯრედებში - ამ მექანიზმზე პასუხისმგებელია ფერმენი ლიპოპროტეინ-ლიპაზა. CLA აინჰიბირებს აღნიშნულ ფერმენტს, ხოლო ტრიგლიცერიდები გადაისროლება კუნთოვანი უჯრედების მიმართულებით გადასამუშავებლად. აქ CLA ააქტიურებს ფერმენტ- კარნიტინ-პალმიტოილ ტრანსფერაზას, რომელიც წვის პროცესში მყოფი ცხიმის დაჟანგვაზეა პასუხისმგებელი.CLA დანამატის სახით მიღება აუმჯობესებს ცხიმისა და კუნთის თანაფარდობას ორგანიზმში, განსაკუთრებით მუცლის არეში ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას. ამ ეფექტის ერთერთი ახსნა შესაძლოა იყოს კუნთებში ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაუმჯობესება, რაც აუმჯობესებს ცხიმოვანი მჟავებისა და გლუკოზის განვლადობას კუნთოვან უჯრედებში ცხიმოვანი ქსოვილიდან, რაც იწვევს ცხიმისა და კუნთის თანაფარდობის გაუმჯობესებას.
უსაფრთხოა:
გულის დაავადებების
არტერიული ჰიპერტენზიის
დიაბეტის დროს
შემადგენლობა:
დამატებითი ინფორმაცია:
დღის მანძილზე მისაღები რაოდენობა: 2 კაფსულა/კოლოფში 30 დღის რაოდენობა
2 კაფსულის შემადგენლობა % დღიური ნორმა
კალორიები 10 **
კალორიები ცხიმიდან 10
საერთო ცხიმი 1გ
კონიუგირებული ლინოლის მჟავა 1000 მგ (1გ)
ჟოლოს კეტონები 125 გ
უკუჩვენება:
კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
გაფრთხილება.
ორსულობის ძუძუთი კვების ან სხვა პრეპარატების მიღების შემთხევვაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან პრეპარატის მიღებამდე. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას. მოარიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას. არ გამოიყენოთ, თუ საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.