top of page

 

ვიტამინი E 400 ს.ე

0,00GELPrice
Quantity
  • ვიტამინი E 400 (ტოკოფეროლი) 400 სე

    გაუმჯობესებული ფორმულა

    ლაბორატორიულად დამტკიცებული გარანტირებული ხარისხი - ამს

     

     

    ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას

    გააჩნია სასარგებლო ანტიოქსიდაციური მოქმედება

    აუმჯობესებს კანის, თმისა და თვალების ჯანმრთელობას

    2 აბი დღეში შეფუთვაში 60 აბი

    საკვები დანამატი

     

    მითითება: როგორც საკვები დანამატი, მიიღეთ დღეში 2 აბი

    შესაძლებელია გამოყენება ვეგეტარიანელების მიერ.

    არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, სურნელის მიმნიჭებლებს და დამატკბობლებს; შემნახველებს, შაქრებს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, გლუტენს, საფუარსა და ნატრიუმს.

    დამზადებულია პროდუქციის ხარისხის მიმნიჭებელი უმაღლესი სტანდარტებით, ნივთიერების სისუფთავისა და ეფექტურობის ჩათვლით.

    შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ, თუკი საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.

     

    დამატებითი ინფორმაცია

    1 ჯერზე მიიღება 2 აბი                                                   კონტეინერში 30 „პორცია“

    1 ჯერზე მისაღები რაოდენობის შემადგენლობა                          % დღიური ნორმა

    ვიტამინი ე                                400 სე                                                    1333%*

    *% დღიური ნორმა გათვლილია 2000 კკალ შემცველ დიეტაზე.

    სხვა ნივთიერებები: ცვილი, ლეციტინი, სოიოს ზეთი, გლიცერინი, სუფთა წყალი.

     

    ვიტამინი ე ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას.

    ვიტამინი ე წარმოადგენს ცხიმში ხსნად ანტიოქსიდანტს, რომელსაც რიგი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები გააჩნია.

    ვიტამინი ე მოქმედებს ორგანიზმში წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედების წინააღმდეგ. ის უკავშირდება ორგანიზმის ცხიმ-დამოკიდებულ ქსოვილებს, როგორიცაა გული, ცხიმის გადამტან მოლეკულებს -LDL („ცუდ“ ქოლესტერინს) და უჯრედების მემბრანებს, სადაც ის ახდენს ამ სტრუქტურების სტაბილიზაციას და იცავს მათ თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან.

    ვიტამინი ე აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს კანის, თმისა და თვალების ჯანმრთელობას.

     

    გაფრთხილება. ორსულობის ძუძუთი კვების ან სხვა პრეპარატების მიღების შემთხევვაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან პრეპარატის მიღებამდე. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას. მოარიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას. არ გამოიყენოთ, თუ საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.

    გააჩნია ანტიოქსიდანციური მოქმედება, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში, ხელს უშლის ერითროციტების დაშლას, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და განივზოლიანი კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის, და ასევე სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად. მონაწილეობს ნუკლეინის მჟავებისა და პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის ციკლში, არაქიდონის მჟავის სინთეზში. წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგვით ჟანგვას. ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმალური რეზისტენტობის შესანარჩუნებლად. მაღალი დოზით მიღებისას ავლენს ანტიაგრეგაციულ მოქმედებას. დადებითად მოქმედებს ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე, ანელებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას.
    ფარმაკოკინეტიკა
    პერორალური მიღებისას შეიწოვება 20% - 40% (აუცილებელია ნაღვლის წვენის არსებობა და თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება). დოზის გაზრდისას შეწოვა მცირდება. ოპტიმალური კონცენტრაცია სისხლში 10-15 მგ/. ექსკრეცია ძირითადად განავალთან ერთად ხდება. 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად გლუკურონიდებისა და სხვა მეტაბოლიტების სახით.

     

    ორგანიზმში  E  ვიტამინის  არარსებობისას ( E  ავიტამინოზივითარდება  დეგენერაციული  ცვლილებები  ჩონჩხის  კუნთებსა  და  გულის  კუნთში ,   მატულობს  კაპილარების  განვლადობავითარდება სათესლე არხების  და საკვერცხეების ეპითელიურმის დეგენერაცია, ორსულობის დროს ემბრიონებში  ვითარდება  სისხლჩაქცევებიანტენატალური  სიკვდილიასევე  დადგენილია  დეგენერაციული  ცვლილებები  ნერვულ  უჯრედებში  და  ღვიძლის  პარენქიმის  დაზიანება .

     

    ვიტამინის  უკმარისობისას  შეინიშნება  ცილების  კონცენტრაციის  დაქვიეთება  სისხლის  შრატში  და  ნუკლეინის  მჟავის  სინთეზის შემცირება  ღვიძლსა  და  სათესლე  ჯირკვლებში .

     

    ვიტამინის  უკმარისობა  ადამიანში  შეიძლება  დაკავშირებული  იყოს  კვების  თავისებურებებთანმაგალითად  საკვებში  მცენარეული  ცხიმების  არარსებობასთანან  შესაძლებელია  განპირობებული  იყოს  სხვადასხვა  დაავადებითმაგალითად  ღვიძლისკუჭქვეშა  ჯირკვლის .

     

    ვიტამინი  სამკურნალო  საშუალების  სახით  ხელს  უწყობს  თვითნებური  აბორტის  თავიდან  აცილებასსასქესო  ჯირკვლების  ფუნქციის  ნორმალიზაციას  მამაკაცებშიჩონჩხის  კუნთების  ფუნქციის  აღდგენას  კუნთოვანი  დისტროფიის  და  კუნთების  სხვა  სახის  დაზიანების  დროსგულ - სისხლძარღვთა  დაავადებების  დროს  სხვა  სახის  ღონისძიებებთან  ერთად  E  ვიტამინი  ხელს  უწყობს გულის კუნთის ნორმალურ მეტაბოლიზმს.  ზრდის  სისხლის  დინების  სიჩაქრეს  არტერიოლებშიხელს  უწყობს  ვენური  ტონუსის  შენარჩუნებასამაღლებს  კაპილარების  მდგრადობას.

     

    გამოყენების  ჩვენებები

     

    α - ტოკოფეროლ  აცეტატს ( E  ვიტამინიიყენებენ  სასქესო  ჯირკვლების  ფუნქციის  დარღვევისას  მამაკაცებშიხოლო  ქალებში –  ორსულობის  შეწყვეტის  რისკის  და  მენსტრუალური  ციკლის  სხვადასხვაგვარი  დარღვევების  დროსნაყოფის  საშვილოსნოსშიდა  განვითარების  პირობების  გაუარესებისას .

     

    ვიტამინი  ასევე  გამოიყენება  პერიფერიული  სისხლძარღვების  დაზიანებისას (ენდარტერიტისრეინოს  დააავდება),  მიოკარდიოდისტროფიის  და  ათეროსკლეროზის  დროს .

     

    ვიტამინს  ნიშნავენ  სებორეისკანის  ატროფიული  ცვლილებების ( მაგსკლეროდერმია ),  წვივის  ტროფიკული  წყლულებისფოტოდერმატოზის  დროს.

     

bottom of page