პროსტა ფორტე
პროსტა-ფორტე
გაძლიერებული ფორმულა ჯუჯა პალმის ნაყოფის ექსტრაქტით პროსტატის ჯანმრთელობისთვის.
პროსტა-ფორტეს შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები ხელს უწყობს პროსტატის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. პროსტა-ფორტე წარმოადგენს ვიტამინების, ანტიოქსიდანტების, მინერალების, ფერმენტებისა და მცენარეების კომპლექსს, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი პროსტატის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, არა-ბაქტერიული პროსტატიტისა და პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომების შემცირებისთვის. პრეპარატი წარმოადგენს საკვებ დანამატს.
დამტკიცებული ფორმულა წარმოადგენს უნიკალურ კომბინაციას პროსტატის ჯირკვლის ოპტიმალური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. მასში შემავალი კომპონენტების სინერგიული მოქმედება განაპირობებს სასურველი ეფექტის სწრაფად მიღწევასა და შენარჩუნებას.
დამატებითი ინფორმაცია:
დღეში მიიღება: 3 აბი / კონტეინერში: 30 დღის განმავლობაში მისაღები რაოდენობა
3 აბი შეიცავს: დღიური ნორმა %
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 400 IU 100%
თუთია (თუთიის გლიცინატი) – 15 მგ. 100%
სელენი (სელენის კომპლექსი ამინომჟავებთან) – 70 მკგ. 100%
ინგრედიენტების საერთო რაოდენობა: 3005 მგ.
ფიტოსტეროლები (მცენარეული სტეროლები, ბეტა-სიტოსტეროლი) * **
ორსახლიანი ჭინჭრის ფესვების ექსტრაქტი (urtica dioica) * **
კვერცეტინი (კვერცეტინის დიჰიდრატი) * **
კურკუმას ფესვის ექსტრაქტი (Curcuma Longa) * **
ბროწეულის ექსტრაქტი * **
გოგრის თესლის ზეთი * **
ლიკოპენი * **
მწვანე ჩაის ექსტრაქტი (Camellia sinensis) * **
ჯუჯა პალმის ექსტრაქტი (Serenoa repens) * **
ბუნებრივი ტრანს-რესვერატროლი (Polygonum Cuspidatum) * **
სელის თესლის ექსტრაქტი (LinumLife® Complex) * **
* საერთო რაოდენობა/ ** დღიური ნორმა დადგენილი არ არის
დამატებითი ინგრედიენტები: დიკალციუმ ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა და ტრიაცეტინი.
არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს. დამზადებულია GMP სტანდარტების შესაბამისად. დამზადებულია ამერიკაში.
ჯუჯა პალმის ხის ნაყოფის ექსტრაქტს (Serenoa repens) - გააჩნია ანტიანდროგენული, ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიპროლიფერაციული ეფექტი, რომელიც არჩევითად ვლინდება წინამდებარე ჯირკვალზე. ამასთან არ ცვლის სასქესო ჰორმონებისა და პროსტატსპეციფიკური ანტიგენის დონეს სისხლის შრატში, არ აუარესებს პოტენციასა და ლიბიდოს. ანტიანდროგენული ეფექტი დიჰიდროტესტოსტერონის სინთეზის (I და II ტიპის ფერმენტ 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბირების შედეგად) და მისი ციტოლიზურ რეცეპტორებზე ფიქსაციის შემცირებით გამოიხატება. ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი გამოიხატება პროსტაგლანდინების სინთეზის შემცირებით, რაც ამცირებს სისხლძარღვის კედლის გამავლობას და პროსტატის ქსოვილის შეშუპებას უშლის ხელს. ანტიპროლიფერაციული მოქმედება განპირობებულია ზრდის ფაქტორების (უპირატესად ეპიდერმული და ფიბრობლასტური) აქტივობის დაქვეითებით და პროსტატის უჯრედების აპოპტოზის რეგულირებით, რაც გამოიხატება პროსტატის ზრდის შეჩერებითა და შემდგომი მოცულობის შემცირებით. ამგვარად, ხელს უშლის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით განპირობებული უსიამოვნო სიმპტომების გამოვლინებას (დიზურია, ნიქტურია, პოლაკიურია, ხშირი და მტკივნეული შარდვა, შარდის ბუშტის არასრული დაცლა და ა შ...)
თუთია - წარმოადგენს შეუცვლელ მიკროელემენტს ადამიანის ორგანიზმში, რომელიც შედის მრავალი ცილის შემადგენლობაში და ასრულებს მნიშვნელოვან როლს იმუნურ პასუხსა და უჯრედების ზრდაში. თუთია ამავე დროს წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. თუთიას დიდი რაოდენობით შეიცავს პროსტატის უჯრედები, სადაც ის ასრულებს დამცველობით და ანთებისსაწინააღმდეგო ფუნქციას. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს თუთიის რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება. თუთიის დეფიციტი კი, თავის მხრივ, აუარესებს თუთია-შემცველი ცილების ფუნქციას, რაც ხელს უწყობს პროსტატის ფუნქციის დარღვევას და მოცულობის ზრდას.
სელენი - მნიშვნელოვანია უჯრედების დაცვისათვის, წარმოადგენს ანტიოქსიდაციური ფერმენტების შემადგენელ კომპონენტს. არსებობს კვლევები, რომლის თანახმადაც სელენი დამცველობით როლს ასრულებს პროსტატის კიბოს განვითარების წინააღმდეგ. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სელენის ამინომჟავებთან კომპლექსი (სელენმეთიონინი) წარმოადგენს იმ უნიკალურ კომპონენტს, რომელიც განაპირობებს ეფექტურ დაცვას სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ.
ლიკოპენი - წარმოადგენს კაროტინოიდს, ნატურალურ პიგმენტს, რომელიც შედის მრავალი მცენარის შემადგენლობაში (პომიდორი, ნესვი, გარგარი და სხვ...). ლიკოპენი ახდენს ანდროგენის რეცეპტორის ექსპრესიის ინჰიბირებას პროსტატის კიბოს უჯრედებზე (in vitro კვლევებით), მისი მეტაბოლიტები ახდენენ პროსტატის კიბოს უჯრედების პროლიფერაციის შეფერხებას. ზოგიერთი in vitro და ცხოველთა მოდელების კვლევებში ლიკოპენმა გამოავლინა ქემოპრევენციული ეფექტები სხვადასხვა სახის კიბოს წინააღმდეგ, როგორიცაა პროსტატის კიბო, კანის კიბო, ძუძუს კიბო, ფილტვისა და ღვიძლის კიბო. კლინიკურ კვლევებში პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში სხვადასხვა კლინიკური მანიფესტაციით (მაგ. ადრეული სტადიები, PSA რელაფსერები, მოგვიანებითი სტადიები), რომელშიც გამოყენებული იყო ლიკოპენი, არ აჩვენა მყარი ეფექტები. ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ ლიკოპენის შემცველი დანამატები, რომელიც შეესაბამება FDA -ს სტანდარტებს, აღიარებულია როგორც უსაფრთხო. კვლევებში გამოყენებული ლიკოპენის დოზა ვარირებდა 10-დან 120 მგ-მდე დღეში. არასასურველი მოვლენები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო ძირითადად გასტროინტესტინალური გამოვლინებებით.
კვერცეტინი - წარმოადგენს ფლავონოიდს, რომელიც შედის მრავალი მცენარისა და საკვების შემადგენლობაში, როგორიცაა წითელი ყურძენი, წითელი ღვინო, ვაშლი, ხახვი, ჩაი, კენკროვანები. ბოლო დეკადების განმავლობაში, კვერცეტინი აღიარებულია, როგორც პოტენციური ანტიოქსიდანტი, რომელსაც გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედება, ახდენს რა ჰისტამინისა და სხვა ანთების მედიატორების გამოთავისუფლების ინჰიბირებას. პროსტატიტის დროს კვერცეტინი წარმოადგენს პროსტატის პრობლემებთან ასოცირებული სიმპტომების შემამსუბუქებელ საშუალებას. რიგ კვლევებში კვერცეტინმა გამოავლინა დადებითი ეფექტები ქრონიკული არაბაქტერიული პროსტატიტის წინააღმდეგ.
ვიტამინი D3- ქოლეკალციფეროლი წარმოადგენს ვიტამინს რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება მზის სხივების ზემოქმედების შედეგად კანში. პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვიტამინი D სხვადასხვა გზით მოქმედებს პროსტატის კიბოს უჯრედებზე. რიგი ეპიდემიოლოგიური კვლევებით დადგენილია კავშირი პროსტატის კიბოსა და ვიტამინი D დეფიციტს შორის. ვიტამინი D-ს აქტიურ ჰორმონულ ფორმას წარმოადგენს კალციტრიოლი. ვიტამინი D მრავალ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში: ხელს უწყობს კალციუმი შეწოვას წვრილ ნაწლავებში, მონაწილეობს ძვლის მეტაბოლიზმში, აუმჯობესებს იმუნურ სტატუსს, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, მონაწილეობს სისხლის შრატში კალციუმისა და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებაში, ამცირებს ინსულინრეზისტენტობას.
ბროწეულის ექსტრაქტი - შეიცავს მრავლობით ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებს: კატექინებს, ბიოფლავონოიდებს, ანთოციანინებს, რომელთაც ანტიოქსიდაციური აქტივობა ახასიათებს. ბროწეულის წვენსა და ექსრაქტს, ისევე როგორც მის კომპონენტებს, აქვთ უნარი პროსტატის კიბოს უჯრედების პროლოფერაციის ინჰიბირებისა (in vitro კვლევებით), ხელს უწყობს აპოპტოზს დოზა-დამოკიდებულების მიხედვით. ციტოქრომ P450 ფერმენტის ინჰიბირებითა და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის შემბოჭავ ცილა 3-ზე (IGFBP-3) ზემოქმედებით ავლენს ანტიკანცერულ მოქმედებას in vitro კვლევებით.
მწვანე ჩაის ექსტრაქტი - აქვს კარდიო-ვასკულური დაავადებებისა და ზოგიერთი კიბოს, მათ შორის პროსტატის კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება. მასში შემავალი კომპონენტები - კატექინები წარმოადგენენ პოლიფენოლებს, რომელთა შორის ყველაზე შესწავლილია ეპიგალოკატექინ გალატი (EGCG). იგი მოქმედებს როგორც ანდროგენის ანტაგონისტი და ახდენს პროსტატის კიბოს უჯრედების პროლიფერაციის დათრგუნვას, ამცირებს პროსტატის კიბოს უჯრედების მიერ პროსტატსპეციფიური ანტიგენის პროდუქციას.
ბეტა-სიტოსტეროლი - წარმოადგენს ფიტოსტეროლს, რომელიც შედის სხვადასხვა მცენარის შემადგენლობაში, მათ შორის ჯუჯა პალმის ხის ნაყოფში. მას აქვს ქოლესტერინის მსგავსი სტრუქტურა, რითიც ხელს უშლის ქოლესტერინის შეწოვას და აქვს პოტენციური კარდიოპროტექტორული მოქმედება. გააჩნია ანტიკანცეროგენული მოქმედება, თუმცა აღნიშნული მოქმედების მექანიზმი ცნობილი არაა. აქვს პროსტატის კიბოს უჯრედების პროლიფერაციის საწინააღმდეგო და აპოპტოზის ხელშემწყობი მოქმედება.
კურკუმა - წარმოადგენს ინდოეთში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ფართოდ გავრცელებულ სანელებელს, რომელიც შეიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებს - კურკუმინოიდებს. კურკუმის შემცველი დანამატის მიღება ამცირებს შარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს (გაძნელებული და გახშირებული შარდვა), პროსატის კიბოს განვითარების რისკს, აინჰიბირებს პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიის ხელშემწყობ ფაქტორებს.
ორსახლიანი ჭინჭარი - სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს (გამოიყენებოდა როგორც შარდმდენი და სახსრების ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება). გააჩნია პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის საწინააღმდეგო მოქმედება. მასში შემავალი კომპონენტები არჩევითად მოქმედებს პროსტატის ჯირკვლის უჯრედებზე. ჯუჯა პალმის ხის ნაყოფის ექსტრაქტთან ერთად კომბინაციაში ამცირებს შარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს (შარდვის გახშირება, შარდის ბუშტის არასრული დაცლა, შარდის შეუკავებლობა).
გოგრის თესლის ზეთი - ამცირებს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის პროგრესირებას, შარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მის შემადგენლობაში შედის ბეტა-სიტოსტეროლი და შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავა ომეგა-6 (ლინოლის მჟავა). ეს უკანასკნელი ამცირებს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარებას.
სელის თესლის ექსტრაქტს გააჩნია ანტიანდროგენული მოქმედება, ამცირებს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ბუნებრივი ტრანს-რესვერატროლი - წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც შედის ყურძნის შემადგენლობაში, მონაწილეობს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ამცირებს მადას, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ზრდის მამაკაცებში ტესტოსტერონის დონეს, აუმჯობესებს პროსტატის ჯანმრთელობას.